შაბათი, აპრილი 20, 2024

“ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს – მალე მოგიწევს რუსეთში გაქცევა!” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კომენტარს აკეთებს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე – ,,არა რუსულ კანონს“. ოპოზიციონერი ლიდერი მოსახლეობას მოუწდებს, რომ გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე და გააპროტესტონ ხელისუფლების ქმედებები:

,,ძალიან მშიშრები და მხდალები არიან. ისინი მარტო არიან დარჩენილები. ჩვენ უნდა ვიდგეთ მედგრად და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ბრძოლა კი იმაშია, რომ ვიყოთ მშვიდობიანები, პრინციპულები.

15:00 საათზე მსვლელობაა ,,ქალთა ორგანიზაციის“ მიერ დაგეგმილი. საღამოს ისევ აქ უნდა გავაკეთოთ შეკრება, სადღაც 5-6-7 საათიდან თავი უნდა მოვიყაროთ და არცერთი ნაბიჯი უკან!

მთელი მსოფლიო დგას ჩვენ გვერდით! არავინ არ იქნება ამ რეჟიმის გვერდით, ისინი იქნებიან მარტო!

ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს – მალე მოგიწევს რუსეთში გაქცევა!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ინფორმაციისთვის: გუშინ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ,,ხალხის ძალის“ კანონპროექტი – 76 ხმით. სხდომის პარალელურად კი პარლამენტთან საპროტესტო აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული