ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმითორნიკე რიჟვაძემ ITB Berlin-ის გამოფენის ფარგლებში სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონი გახსნა და საერთაშორისო...

თორნიკე რიჟვაძემ ITB Berlin-ის გამოფენის ფარგლებში სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონი გახსნა და საერთაშორისო საზოგადოებას სიტყვით მიმართა

თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო საზოგადოებას სიტყვით მიმართა და  საქართველოს, აჭარის ტურისტული და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. სიტყვით გამოსვლისას, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ტურიზმის მზარდ დინამიკაზე როგორც აჭარაში, ასევე საქართველოში და აღნიშნა, რომ ITB Berlin-ი საუკეთესო პლატფორმაა საქართველოსთვის წარმოაჩინოს თავისი თვითმყოფადობა და უნიკალურობა. მან ხაზი გაუსვა გასული წლის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და პანდემიის შემდეგ, ტურიზმის აღდგენის დინამიკას. მისი თქმით, 2023 წლის მოლოდინები კიდევ უფრო ამბიციური და პოზიტიურია, როგორც ტურისტული ნაკადების, ასევე ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით.

ITB Berlin 2023 ქართული გალა-კონცერტით საზეიმოდ გაიხსნა. ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ ღონისძიებაზე საქართველო, მსოფლიოს 180 ქვეყნიდან სტუმრებს აცნობს  ჩვენს კულტურას, ტურისტულ პოტენციალს.

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარმოდგენილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, ინტენსიური სამთვიანი...

ყაზახი ბლოგერები და ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

ყაზახი ბლოგერები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. ისინი რეგიონში აჭარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...