კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიდედაქალაქის მერი კახა კალაძე სპორტული ცენტრის მშენებლობის პროცესს...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სპორტული ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად ლადო ასათიანის ქუჩის #50-ში, სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის დასრულების შემდეგ, სპორტულ ცენტრში განთავსდება ფიტნეს დარბაზი, კრივის რინგი, საკალთბურთო მოედანი, საშხაპეები და გასახდელები.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მოსახლეობის სურვილი იყო.

მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იყო სპორტული სკოლა, თუმცა, იმდენად ავარიული იყო, რომ შენობის აღდგენა ვერ მოხერხდა. ჩაუტარდა დემონტაჟი და ფაქტობრივად ახალი პროექტი ხორციელდება, სადაც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ეს სივრცე გამოიყენონ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებისთვის და სავარჯიშოდ.

აქ იქნება საკალათბურთო მოედანი, სატრენაჟორო სივრცე. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ამ შენობაში მოწყობილიყო, პროექტის სახით ხორციელდება. ზაფხულისთვის სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება, ამის დაიწყება შიდა სარემონტო სამუშაოები და შესაბამისად აღიჭურვება. აღნიშნული სამუშაოები შემოდგომისთვის დასრულდება.

მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ აღნიშნული სივრცე მოწესრიგებულიყო, ჩვენი დაპირება იყო და რა თქმა უნდა, დაპირებას ვასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე.

სპორტული ცენტრის მშენებლობა გასული წლის ივნისში დაიწყო.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...