პარასკევი, მაისი 17, 2024

“ლელოს” პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას “ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობა” – მამუკა ხაზარაძე

,,ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკურ საბჭოზე განხილული ძირითადი საკითხები საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა. პარტიის გადაწყვეტილებით, იწყება აქტიური მუშაობა, რათა არ იქნას მიღებული ე.წ. ,,უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტი:

,,საქართველოში დღეს არის, როგორც არასდროს, კრიტიკული მომენტი – სად იქნება ჩვენი ქვეყანა ხვალ. შესაბამისად ჩვენმა პოლიტსაბჭომ მიიღო რიგი გადაწყვეტილებები.

,,ლელოს” პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ,,ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობა”, რათა არ დავუშვათ საქართველოს აცდენა მისი ისტორიული არჩევანიდან – გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

მეორე – ამ მიზნით ,,ლელო” იწყებს აქტიურ თანამშრომლობას ქართულ საზოგადოებასთან. ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან, რომლებიც იზიარებენ ამ ამოცანას და რომელთა ძალისხმევა მიმართულია იმავე მიზნებისკენ.

მესამე – ,,ლელოს” პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს პროდასავლური ძალების ყველა ინიციატივას და აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კანონის ჩაგდებას და ჯდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში.

მეოთხე – ,,ლელოს” პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ინტენსიური მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებთან, არასამთავრობო ირგანიზაციებთან, რაც ყველაზე მთავარია – მოქალაქეებთან, მედია საშულებებთან და მათ წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს ყველა მოქმედების კოორდინირება.

მეხუთე – ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც კონკრეტულად გავაჟღერებთ მოთხოვნებს. ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კანონს დაუჭერს მხარს, დეპუტატი იქნება თუ ა.შ. იქნას ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ გატარებული.

იმ დღეს, როცა ,,ოცნება” რუსულ კანონპროექტს სხდომაზე გაიტანს დასამტკიცებლად, ქართველმა ხალხმა, სწორედ იმ 80%-მა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო დიდი ხნის წინათ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ევროპის ნაწილი და ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი, სწორედ ეს ხალხი გამოვა და კოორდინირებულად, საზოგადოებრივ ძალებთან ერთად, დაიწყებს მასატაბურ საპროტესტო აქციებს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული