სამშაბათი, აპრილი 23, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-6 მარტის პერიოდისთვის

2 მარტის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 3 მარტიდან 4 დღის განმავლობაში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის მეტ-ნაკლებად სტაბილური კურსი იყო შენარჩუნებული. გასულ კვირაში დაფიქსირდა ეროვნული ვალუტის სტაბილიზებისა და გამყარების ტენდენცია სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, მათ შორის, დოლართან მიმართებაში, მით უფრო გამყარების თვალსაზრისით. იხ. მონაცემები წინა 3 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

28 თებერვალი – 2.6272;
1 მარტი – 2.6196;
2 მარტი – 2.6127.

ეროვნული ვალუტა, ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0063 ლარით და 1 აშშ დოლარი 3 მარტიდან 4 დღის განმავლობაში ეღირება 2.6064 ლარი.

ბოლო რამდენიმე კვირა, მცირე გამონაკლისით, ფიქსირდება ლარის გამყარება ევროსთან მიმართებაში, რაც გაგრძელდა ბოლო კვირაშიც. კერძოდ, წინა 3 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსის შესაბამისად 1 ევრო ღირდა:

28 თებერვალი – 2.7751;
1 მარტი – 2.7791;
2 მარტი – 2.7823.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც  გამყარდა, – 0.0143 ლარით და შემდგომი 4 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7680 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.1180 ლარი (გამყარდა 0.0217 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1380 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7058 (გამყარდა 0.0028 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5332 ლარი (გამყარდა 0.0037 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7103 ლარი (გაუფასურდა 0.0025 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.7669 ლარი (გამყარდა 0.0185 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.7756 ლარი (გამყარდა 0.0239 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1558 ლარი (გამყარდა 0.0109 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.1520 ლარი (გამყარდა 0.0439 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.9071 ლარი (გამყარდა 0.0165 ლარით)

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება ლარის გამყარება-სტაბილიზება რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. გასულ კვირაშიც დაფიქსირდა ეროვნული ვალუტის გამყარება, კერძოდ 3 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

28 თებერვალი – 3.4940;
1 მარტი – 3.4932;
2 მარტი – 3.4689.

2 მარტის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდა, 0.0197 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, მომდევნო 4 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4492 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული