კვირა, მაისი 4, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის ქალი მძღოლის მოსამზადებელ კურსებზე...

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის ქალი მძღოლის მოსამზადებელ კურსებზე მსურველთა მიღებას იწყებს

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, აცხადებს მოწვევას ავტობუსის ქალი მძღოლის მოკლევადიან მოსამზადებელ კურსზე. კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალებს, რომელთაც სურვილი აქვთ, ავტობუსის მძღოლის პროფესიას დაეუფლონ.

კურსის განმავლობაში, მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს, როგორც ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების, ასევე, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისა თუ მგზავრებთან კომუნიკაციის საკითხებს. პრაქტიკული სწავლების დროს კი, მონაწილეები გაივლიან ავტობუსის მართვისა და მანევრირების გაკვეთილებს. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების საფუძვლებს და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.

სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეები ავტობუსის მძღოლის D კატეგორიის მართვის მოწმობისთვის დადგენილ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს გაივლიან. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, D კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ქალებს შეეძლებათ დასაქმდნენ ავტობუსის მძღოლად, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.

გადამზადების კურსი უფასოა ყველა მსურველისთვის, რომლის ფარგლებშიც, ასევე, დაფინანსდება გამოცდაზე გასვლის ღირებულება.

სწავლება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დაწყების სავარაუდო თარიღი 2023 წლის პირველი მაისია. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ქალს, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

– არის საქართველოს მოქალაქე;
– არის სულ მცირე 24 წლის;
– აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა;
– აქვს მსუბუქი ავტომობილის მართვის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
– არ აქვს მნიშვნელოვანი საგზაო დარღვევები (ავარიები, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვა);
– მზადაა, ბოლომდე გაიაროს გადამზადების კურსი და ჩააბაროს მართვის მოწმობის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა;

დაინტერესებულმა პირებმა დღეიდან 20 მარტამდე, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

– CV / რეზიუმე;
– პირადობის მოწმობის ასლი;
– მართვის მოწმობის ასლი;

დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ZAsatiani@metro.ge; SBaqradze@metro.ge; KLomjaria@metro.ge. სათაურში მითითებული უნდა იყოს „ქალი ავტობუსის მძღოლის მოსამზადებელი კურსი“.

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და მსუბუქი ავტომობილით ქალაქში მართვის შემოწმებას, რის შემდეგაც, ავტობუსის მძღოლის მოკლევადიან მოსამზადებელ კურსში მონაწილეობისთვის შეირჩევა 25 ქალი.

პირებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან აღნიშნულ კურსს, შესაძლებლობა ექნებათ, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დასაქმდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ...

უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია, საკუთრებაში კი ეტაპობრივად გადაეცემათ – კახა კალაძის...

„დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე...

“აუცილებელია სწორი ფორმით სასკოლო განათლების დატვირთვა” – არჩილ გამზარდია

საგანმანათლებო სისტემაში სახელობო საქმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ანალიტიკოსი, ჟურნალისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი...

“თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...