სამშაბათი, მაისი 21, 2024

ინფორმაციები საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე აღდგენილი სამუშაოების თაობაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციებს ავრცელებს ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგენილი მოძრაობის თაობაზე:

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ88 (ქედა-ხულო) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

ამასთან, თოვლის გამო, აღნიშნული გზის კმ88-კმ106 (ხულო-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზის კმ1-კმ88 (ანგისა-ხულო) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული