სამშაბათი, აპრილი 30, 2024

“ჩამოიშალა ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა” – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით:

გაცნობებთ, რომ ჩამოიშალა ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან, რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება. სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტი მზადაა, უზრუნველყოს ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული