24 თებერვლის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 25 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეროვნული ვალუტის მეტ-ნაკლებად სტაბილური კურსი იყო შენარჩუნებული. გასულ კვირაში დაფიქსირდა ეროვნული ვალუტის ცვალებადი კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, მათ შორის, დოლართან მიმართებაში, თუმცა სტაბილიზების ნიშნებით. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
21 თებერვალი – 2.6385;
22 თებერვალი – 2.6365;
23 თებერვალი – 2.6396;
24 თებერვალი – 2.6351.
ეროვნული ვალუტა, ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0026 ლარით და 1 აშშ დოლარი 25 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6325 ლარი.
ბოლო რამდენიმე კვირა, მცირე გამონაკლისით, ფიქსირდება ლარის გამყარება ევროსთან მიმართებაში, რაც გაგრძელდა წინა კვირაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსის შესაბამისად 1 ევრო ღირდა:
21 თებერვალი – 2.8198;
22 თებერვალი – 2.8087;
23 თებერვალი – 2.8072;
24 თებერვალი – 2.7929.
ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, – 0.0040 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7889 ლარი.
ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.1629 ლარი (გამყარდა 0.0079 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1394 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7141 (გაუფასურდა 0.0004 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5508 ლარი (გაუფასურდა 0.0007 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7651 ლარი (გაუფასურდა 0.00357 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8167 ლარი (გამყარდა 0.0104 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.7941 ლარი (გამყარდა 0.0257 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1813 ლარი (გამყარდა 0.0033 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.1922 ლარი (გამყარდა 0.1070 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.9481 ლარი (გამყარდა 0.00051 ლარით)
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება ლარის გამყარება-სტაბილიზება რუსულ რუბლთან მიმართებაში. წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა:
21 თებერვალი – 3.5576;
22 თებერვალი – 3.5208;
23 თებერვალი – 3.5159;
24 თებერვალი – 3.5057.
24 თებერვლის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდა, 0.0297 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, მომდევნო 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4760 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი