კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში ტრადიციებისა და რიტუალების ახალი სახელმძღვანელო მომზადდა

აჭარაში ტრადიციებისა და რიტუალების ახალი სახელმძღვანელო მომზადდა

„ხალხური ტრადიციები და რიტუალები“ ამ სახელწოდებით აჭარაში ახალი გზამკვლევი მომზადდა. სახელმძღვანელოში, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, 70 აჭარული ტრადიცია და ხალხური რიტუალია შესული. მათ შორისაა ქორწინებასთან, ბავშვის აღზრდასთან, საზოგადოებრივ-საოჯახო, სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ახალი სახელმძღვანელოს მიზანი რეგიონში დღემდე მოღწეული ხალხური რიტუალებისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა.

აჭარაში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ტრადიციები და რიტუალები საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა, ამიტომ საკმაოდ ტრანსფორმირებული სახითაა შემორჩენილი. მათში შემონახულია არა მხოლოდ ხანგრძლივ სამეურნეო-შრომით პროცესში დაგროვილი ემპირიული გამოცდილება, არამედ ხალხის საქმიანობასა და ცხოვრებასთან დაკავშირებული ბევრი სხვადასხვა ტრადიცია, სულიერი კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი ელემენტი: რწმენა-წარმოდგენები, მაგიურ-რელიგიური რიტუალები და დღე-სასწაულები, სიმბოლოები, სიტყვიერი მაგია, სარიტუალო კერძები, რომლებიც თითქმის ყველა დღესასწაულს ამშვენებდნენ, ხალხური რელიგიური აზროვნების სხვადასხვა ასპექტი“, – ნათქვამია წიგნის წინასიტყვაობაში.

აჭარული ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევის ბეჭდური ვერსია დაინტერესებული პირებისთვის აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი. მასში ყურადღება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან, საინტერესო ხალხურ რიტუალებსა და ტრადიციებს ეთმობა, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება, როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების, ისე ვიზიტორებისთვის. აჭარის კულინარიული გზამკვლევის შემდეგ ეს რიგით მეორე სახელმძღვანელოა, რომელიც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურიზმის სექტორისთვის მოამზადა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...