შაბათი, აპრილი 20, 2024

ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდოს მფლობელი გახდა!

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ქართული ფილმის წარმატების შესახებ. ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდოს მფლობელი გახდა!

🇬🇪🏆 დაჯილდოების ცერემონიალი ბერლინში გაიმართა, სადაც რეჟისორი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის დააჯილდოვეს.

🤝 „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. იგი გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდოს 4 ნომინაციაზე იყო წარდგენილი: საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი (ფარაზ ფეშარაკი), საუკეთესო მონტაჟი (ალექსანდრე კობერიძე) და საუკეთესო მუსიკა (გიორგი კობერიძე).

🎞🖋📄 გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდო ერთადერთი გერმანული პრემიაა, რომელსაც ქვეყანაში კინოკრიტიკოსები გასცემენ (გერმანიის კინოკრიტიკოსთა ასოციაცია). ეს ტრადიცია უკვე 60 წელზე მეტია, გრძელდება. წელს გერმანელმა კინოკრიტიკოსებმა ჯილდო 12 კატეგორიაში გასცეს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული