ორშაბათი, აპრილი 21, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბათუმს 60 ახალი ავტობუსი შეემატება და იგი პირველი...

ბათუმს 60 ახალი ავტობუსი შეემატება და იგი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობს

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ISUZU-ს ქარხანას ეწვია და ბათუმისთვის განკუთვნილი ავტობუსების წარმოების პროცესი დაათვალიერა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, წელს ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად განახლდება. ახალი ავტობუსები კი, ეტაპობრივად შემოვა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში ვიმყოფები, სადაც, ISUZU-ს ქარხანაში, ბათუმისთვის განკუთვნილი 10 მეტრიანი ავტობუსების წარმოების პროცესი დავათვალიერე. უახლოეს პერიოდში, ბათუმში 60 ერთეული ადაპტირებული ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი წელს სრულად განახლდება.

სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების კუთხით, კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის ავტოპარკს 100 ერთეული ავტობუსი შეემატა. გარდა ამისა, შევიძინეთ 8 ელექტროავტობუსი.

შედეგად, ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობს“, – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

ახალი ავტობუსები გათვლილი იქნება 70 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემებით. ავტობუსების შეძენა აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდა. ავტობუსების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერი 2022 წელს გამოცხადდა. ვიზიტის ფარგლებში, არჩილ ჩიქოვანმა ISUZU-ს წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“მის ბრალეულობას განაპირობებს კონკრენტული ფაქტები და არა ცალკეული ადამიანების, მათ შორის, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის...

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი კომენტარს აკეთებს საგამოძიებო კომისიის...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

წმინდა ცეცხლის სასწაულებრივი გარდამოსვლა: 15 აპრილი 15:54, იერუსალიმი, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად მსოფლიო...