spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბათუმს 60 ახალი ავტობუსი შეემატება და იგი პირველი...

ბათუმს 60 ახალი ავტობუსი შეემატება და იგი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობს

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ISUZU-ს ქარხანას ეწვია და ბათუმისთვის განკუთვნილი ავტობუსების წარმოების პროცესი დაათვალიერა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, წელს ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად განახლდება. ახალი ავტობუსები კი, ეტაპობრივად შემოვა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში ვიმყოფები, სადაც, ISUZU-ს ქარხანაში, ბათუმისთვის განკუთვნილი 10 მეტრიანი ავტობუსების წარმოების პროცესი დავათვალიერე. უახლოეს პერიოდში, ბათუმში 60 ერთეული ადაპტირებული ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი წელს სრულად განახლდება.

სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების კუთხით, კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის ავტოპარკს 100 ერთეული ავტობუსი შეემატა. გარდა ამისა, შევიძინეთ 8 ელექტროავტობუსი.

შედეგად, ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობს“, – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

ახალი ავტობუსები გათვლილი იქნება 70 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემებით. ავტობუსების შეძენა აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდა. ავტობუსების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერი 2022 წელს გამოცხადდა. ვიზიტის ფარგლებში, არჩილ ჩიქოვანმა ISUZU-ს წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...