spot_img
მთავარისხვადასხვა"ვახტანგ გომელაური არის პროფესიონალი და ადამიანი, რომელსაც მართლა...

“ვახტანგ გომელაური არის პროფესიონალი და ადამიანი, რომელსაც მართლა ესმის ძირეულად თუ რას ნიშნავს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა” – არჩილ თალაკვაძე

„ვახტანგ გომელაური არის პროფესიონალი და ადამიანი, რომელსაც მართლა ესმის ძირეულად თუ რას ნიშნავს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა,“ ასე შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ. ვახტანგ გომელაურს გუშინ „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს.

თალაკვაძის განცხადებით მინისტრს სრული პასუხისმგებლობით ესმის, რომ ქვეყანაში მართლწესრიგთან არის დაკავშირებული ბევრი სხვა სფეროს განვითარება, – „ჩვენ ვნახეთ საქართველოს პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა სხვა უწყებებთან, როდესაც ასეთი ფუნქციური გადაკვეთები ხდებოდა. მე გავიხსენებ პერიოდს, როდესაც თუნდაც კოვიდპანდემია იყო, როგორ იმუშავეს ჩვენმა პოლიციელებმა და როგორი კარგი კოორდინაცია იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურებთან, თუ საქართველოს თავდაცვის სისტემასთან“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს, თითოეულ მეხანძრე-მაშველს, მესაზღვრეებს, ადამიანებს, რომლებიც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში მუშაობენ სხვადასხვა სამსახურებში. „თქვენი დამსახურება არის უდიდესი რომ ქვეყანა დღეს ვითარდება, საქართველოს აქვს უსაფრთხოება, საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდა და საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა, მომავალი, რომელიც ჩვენი წინაპრების ოცნება იყო, რომელიც ჩვენი გასაკეთებელია, რომელიც ასევე შეეხება ჩვენი შვილების მომავალს. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ტრიბუნიდან მაშველებს, რომლებიც თურქეთში ურთულეს პირობებში განაგრძობენ სამაშველო ოპერაციას და არაერთი ადამიანის დახმარება შეძლეს.

მინდა განსაკუთრებით გამოვყო პრემიერ-მინისტრის და მთავრობის, ბატონი მინისტრის ინიციატივა რომ მომხდარიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საფრენი აპარატურის პარკის განახლება, 3 შვეულმფრენი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ყიდულობს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი შენაძენი, ვინაიდან ეს არის მულტიფუნქციური საფრენი აპარატები, რომლებიც სამაშველო-საოპერაციო, სხვა ოპერაციების შესრულება შეუძლია.

ეს არის მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის დამსახურება. წლების განმავლობაში ვერ შეძლო სხვა მენეჯმენტმა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“, აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...