ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მილიონობით ლარს მართავენ” – თეა წულუკიანი

,,ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას, პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანია:

,,მთავრობამ და სახელისუფლებო სტრუქტურებმა შეძლო, რომ სხვადასხვა ახალი კანონის წყალობით მართვის პროცესი, მათ შორის, ფინანსური რესურსის მართვის პროცესი, გამხდარიყო უფრო გამჭვირვალე.

არცერთი კანონი დღემდე არ ყოფილა შემუშავებული არასამთავრობო სექტორის და კერძო სტრუქტურების ისეთი, როგორიც არის ე.წ ,,ააიპ“-ები, ჩვენ რომ ,,ენჯეო’’-ებს ვეძახით, მათი მეტი გამჭვირვალობისათვის.

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ არაერთ ,,ენჯეო’’-ში არანაკლები თანხები შეიძლება მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროში.

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მილიონობით ლარს მართავენ და პლიუს, ძალიან აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივი პროცესების მართვაში. რასაკვირველია, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობაც გახდეს უფრო გამჭვირვალე.

რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ხუმრობით გეტყოდით – ამ ოპოზიციას ,,რას გაუგებ ჩემო ოლღა“-მეთქი, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი არ მოსწონთ, რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული