spot_img
მთავარისხვადასხვა"ილია ჭავჭავაძის იდეალი როგორ უნდა გადაყვეს ივანიშვილს და...

“ილია ჭავჭავაძის იდეალი როგორ უნდა გადაყვეს ივანიშვილს და მთელი მის ნაყიდ საბოტეთს?!” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი, დრამატურგი, ლაშა ბუღაძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას,  რეალობას თუ კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებაში, მწვავე შეფასებებს აკეთებს:

უკრაინამ ომი ვერ აიცილაო, გასული წლის 25 თებერვალს გვამცნო ივანიშვილის N1-ლმა ბოტმა, ე. წ. პრემიერ მინისტრმა;

ზუსტად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინ დაიჭირეს კრიტიკული მედიის დირექტორი ნიკა გვარამია;

ევროპარლამენტარების და უკრაინის ხელისუფლების მოწოდებების მიუხედავად, სასჯელი არ გადაუვადეს ექს-პრეზიდენტს, რომელიც წამების მსხვერპლია. ეს მოცემულობა სცდება სპეკულაციებს მისი ჯანმრთელობის შესახებ. მისი წამება და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა ფაქტია;

ივანიშვილის N2-ე ბოტმა, უმრავლესობის ლიდერმა კობახიძემ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას და აშშ-მექსიკის საზღვრის “ამორფულობას” დააბრალა საქართველოდან გაქცევის მსურველთა დინამიკის დრამატული ზრდა…

დღეს ივანიშვილის ბოტმა-პარტიამ “პუტინის კანონი” დაარეგისტრირა პარლამენტში, სადაც ყველა აგენტად შეირაცხება, ვისაც რუსულ საქართველოში არ უნდა ცხოვრება
(რომელიც ცხადია რუსეთის პაგონებიან თუ უსამხრეებო შპიონებს არ შეეხება);

ივანიშვილის მერომელიღაცე ბოტმა-მდინარაძემ ღია ტექსტით გვამცნო, რომ უმრავლესობა მზადაა, უცხოეთის აგენტებად გამოაცხადოს ყველა ორგანიზაცია და მოქალაქე, ვისზედაც, გადაუჭარბებლად, იდგა და დგას საქართველოს სახელმწიფოებრიობა, განათლება, ჯანმრთელობა და ზოგადად, გადარჩენის, სიცოცხლის და განვითარების შესაძლებლობა…

ამ კანონს მიიღებენ, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ!

მეტი როგორღა დაგვანახონ, რომ არ უნდათ საქართველოს ევროპის ნაწილად ნახვა?! ამაზე შიშველი ქმედება აღარ არსებობს…

შემდეგი ეტაპი – სავარაუდოდ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ვინ იცის, იქნებ აშშ-ს და ევროკავშირის წინაღმდეგ კონფრონტაციული ალიანსის ნაწილად ქცევაა?! დეგრადაციას ხომ ბოლო არ აქვს…

24 თებერვალს ყველა გარეთ უნდა გავიდეთ! ილუზია ნურავის ექნება, რომ ამ დღეს რამე შეიცვლება, მაგრამ უნდა გავიდეთ…

ილია ჭავჭავაძის იდეალი როგორ უნდა გადაყვეს ივანიშვილს და მთელი მის ნაყიდ საბოტეთს?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლაშა ბუღაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...