ორშაბათი, აპრილი 21, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაკახა კალაძე: მიზანმიმართული კამპანია, რომ თითქოს ეს რუსული...

კახა კალაძე: მიზანმიმართული კამპანია, რომ თითქოს ეს რუსული კანონია, დიდი სიცრუეა. ეს არის ქართული კანონი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს რუსულ კანონთან არანაირი კავშირი არ აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველას შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია, აღნიშნული კანონი შეადაროს სხვა ქვეყნების ანალოგიურ კანონებს, რომლებიც უფრო ხისტია:

დავიწყებთ კანონპროექტის განხილვას. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ადამიანის უფლებებთან არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში. გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დღეებია ვისმენთ ბევრ არასწორ, ცრუ ინფორმაციას, თითქოს ეს არის რუსული კანონი. არანაირი კავშირი რუსულ კანონთან არ აქვს. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, შეუძლია ძალიან მარტივად მოიძიოს სხვა ქვეყნებში, თუნდაც ამერიკასა ან უნგრეთში მიღებული კანონი, რომლებიც არის უფრო ხისტი. რუსულ კანონთან პარალელის გავლება ფიზიკურად შეუძლებელია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კითხვაზე, შეუქმნის თუ არა აღნიშნული კანონის მიღება საფრთხეს სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობას, კახა კალაძე პასუხობს, რომ მსგავსი საფრთხე არ არსებობს.

არანაირი საფრთხე ორგანიზაციების დახურვის არ არსებობს. ზოგადად ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაღაც ასე გავაკეთოთ, რაც სწორი არაა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი კონსტიტუცია, კანონები. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, პარლამენტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ისეთ კანონს არ მივიღებთ, რომელიც კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოვა. მიზანმიმართული კამპანია, რომ თითქოს ეს რუსული კანონია, დიდი სიცრუეა. ეს არის ქართული კანონი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

სს “თელასი”: 16 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის მთაწმინდის და კრწანისის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“რაც ამ წლების განმავლობაში უცხო ჩარევებით მივიღეთ – ეს არის კარგად დატრენინგებული აგრესორთა ჯგუფი”...

„მერამდენეჯერ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის უფლებები, ქალების თანადგომა, ბავშვების დაცვა,...

“თავისუფლება უფასოდ, უწვალებლად, უშრომველად და უბრძოლველად არ მოდის” – გიორგი ბარამიძე

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთი სრულიად დამოუკიდებელი გახდა რუსული ნავთობის მომარაგებისგან....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...