სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები27 ოქტომბერს ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების...

27 ოქტომბერს ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

27 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები გაიმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.

არჩევნები ჩატარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.

საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიები უწევენ. თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია. ხვალ, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე ერთ ბიულეტენს მიიღებენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად; ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს ხმის მიცემის კაბინაში აკეთებს. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია.

არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი დააკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

27 ოქტომბერს, 07:00 საათიდან იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი. არჩევნების დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია მედიისა და დაინტერესებული მხარეებისთვის მთელი დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა: თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“13 წელი თქვენ გამოგიცხადეთ ნდობა! თქვენი სახელით კი ისეთები ხდება, მტრისას!!!” – ნუკა არველაძე...

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა...

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...