პარასკევი, აპრილი 26, 2024

“კოპირება ხდება იმის, რასაც რუსეთში აკეთებს პუტინი” – პაატა მანჯგალაძე

მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მწვავე კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე:

,,ქართული ოცნება“, როცა ამ კანონს იღებს, 2 მიზანი აქვს: ერთი – რაც შეიძლება დაგვაშოროს ევროპულ პერსპექტივას, არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი ანტიდემოკრატიული კანონის მიღებით; მეორე – დაამციროს ყველა ის ადამიანი, ვინც დასავლეთთან რაიმე შემხებლობაშია.

ეს არის ზუსტად რუსული კანონი. შეგვიძლია ამოვიღოთ 2012 წლის პუტინის ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი კანონი ამერიკულზე უფრო რბილია.

ზუსტად ერთი ერთში გაიმეორა კობახიძემ, გუშინ თქვენთან საუბრის დროს, რომ ჩვენი კანონი უფრო რბილია, ანუ კოპირება ხდება იმის, რასაც რუსეთში აკეთებს პუტინი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული