პარასკევი, აპრილი 11, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიშეზღუდვები გზებზე"ამ დროისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები"...

“ამ დროისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები” – საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია

რამდენიმე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები

საავტომობილო გზებზე განვლადობის მაქსიმალურად შენარჩუნებისა და გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაწმენდით სამუშაოებსა და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრას მუდმივ რეჟიმში ახორციელებს. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა. საერთო ჯამში, გაწმენდით სამუშაოებზე მუშაობს 500 ერთეულზე მეტი ტექნიკა.

ამ დროისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები:

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ260 (სურამის კვანძი-სამტრედია-დაფნარის კვანძი) მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ99-კმ125 (ჭველიერი-მელე) მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე

ამასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ88-კმ106 (ხულო-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ66 (კორშა-ბისო) მონაკვეთსა და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე.

მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ25-კმ53 (მაღაროს კარი-კორშა) მონაკვეთსა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ200 (სურამის კვანძი-არგვეთა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ88-კმ106 (ხულო-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40–კმ260 (მუხრანის გადასახვევი-სამტრედია-დაფნარის კვანძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ინფორმაცია საავტომობილო გზის კონკრეტულ მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვის თაობაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზის კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სამწუხაროა, რომ მას საერთოდ ვინმე უსმენს. კიდევ უარესი, რომ მიკროფონთან უშვებენ” – დოდონა კიზირია...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორის დოდონა კიზირიას მძიმე შეფასებები საქართველოს...

მგონი ლილუაშვილი “დიფ სთეითთან” “უთანასწორო” ბრძოლაში დაცემის გამო “მოსხნეს”😊”

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს...

“ლეხ კაჩინსკის დაღუპვა იყო შურისძიება, რომელიც დღესაც გრძელდება ჩემი მისამართით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ...