spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"წარმოუდგენელი მასშტაბის შეთქმულება და ღალატი საქართველოს წინააღმდეგ" -...

“წარმოუდგენელი მასშტაბის შეთქმულება და ღალატი საქართველოს წინააღმდეგ” – “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადება “ქართულ ოცნებასთან” მიმართებით

პოლიტიკური პლატფორმა, “სტრატეგია აღმაშენებელი” მწვავე განცხადებას ავრცელებს მმართველი პარტიის მიმართ და “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებულ ქმედებებს ქვეყნის წინაშე ღალატად აფასებს:

“ქართული ოცნება” კვლავ მიზანმიმართული ქმედებებით ამცირებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს, რადგან ყველამ ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გარეშე წარმოუდგენელია ევროკავშირის წევრობა.

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ვერ მიიღებს იმ 14 მილიარდის ოდენობის სიკეთეს, რომელიც სხვადასხვა პროექტებით გარდამავალ პერიოდში უნდა მიეღო ქვეყანას ევროკავშირისგან.

ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის შეთქმულება და ღალატი საქართველოს წინააღმდეგ.

მიზანმიმართულად სჩადიოდნენ ანტიევროპულ ქმედებებს, იღებდნენ ანტიდემოკრატიულ კანონებს, რომ ქვეყანას ვერ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მაგალითად: მოსმენების შესახებ კანონი, ნიკა გვარიას დაკავება, ახლაც შემოიტანეს ე.წ. კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომელიც თავისი არსით რუსულ და ბელორუსულ კანონებთან უფრო ახლოს არის და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასა და ღირებულებებს.

უფრო მეტიც, ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების მიღების გამო უცხოეთის აგენტებად აცხადებენ. ასევე, მიმდინარეობს სააკაშვილის განადგურების სპეცოპერაცია, რაც კიდევ უფრო გვაშორებს ევროპას, ევროპულ პერსპექტივას, ევროპულ კომფორტს, ევროპული ცხოვრების დონეს.

სწორედ ამიტომ, როცა ამ ისტორიულ შანსს გვაკარგინებს “ქართული ოცნება” და მიმდინარეობს წარმოუდგენელი მასშტაბის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ახლა მეორეხარისხოვან საკითხებზე პოლიტიკური კინკლაობა დანაშაულია.

ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი” როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

კიდევ ერთხელ, გთხოვთ, დავდგეთ ერთად ევროპული პერსპექტივის გადარჩენისთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური” – კახა კალაძე

„ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“0%-იანი განვადება – მითი თუ რეალობა?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...