spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"24 თებერვალს ყველანი შევიკრიბოთ იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს...

“24 თებერვალს ყველანი შევიკრიბოთ იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ სად დგას ქართველი ხალხი!” – გიორგი ვაშაძე

ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე გაერთიანებულმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – ,,დროამ”, ,,სტრატეგია აღმაშენებელმა” და ,,გირჩი – მეტი თავისუფლებამ”, საქართველოში მყოფ უკრაინელებთან ერთად, 24 თებერვლის უკრაინის სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით, სპეციალური ბრიფინგი გამართეს. დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ:

,,24 თებერვალს მთელს მსოფლიოში იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები და ჩვენ, საზოგადოებრივ პირებთან ერთად, გამოვედით ინიციატივით, რომ საქართველოში, ასევე, გაიმართოს უკრაინის სოლიდარობის აქცია. ისინი [უკრაინელები] არიან თანაინიციატორები ამ შეკრების და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ.

რაც მთავარია, 24 თებერვალს ყველანი შევიკრიბოთ იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ სად დგას ქართველი ხალხი!

მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ რა არის საქართველო, სად არის საქართველო და როგორ უჭერს გულმხურვალედ მხარს უკრაინას!

ვაჩვენოთ, თუ როგორი სოლიდარულია უკრაინელი ხალხის და უკრაინის ბრძოლის ამ თავისუფლებისთვის და იმ ტირანიის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სუფევს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...