პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპრეზიდენტმა შეუწყვიტოს უფლებამოსილება ანა დოლიძეს! - დიმიტრი გვრიტიშვილი

პრეზიდენტმა შეუწყვიტოს უფლებამოსილება ანა დოლიძეს! – დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის წინააღმდეგ, ფეისბუკის პირად გვერდზე, კონკრეტულ მასალებს ასაჯაროვებს, ამავე საბჭოს მოსამართლე წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი.

ამ ამონაწერებით დასტურდება, რომ ანა დოლიძე კერძო სამართლის იურიდიულ პირებში იკავებს ხელმძღვანელობით (წარმომადგენლობით) თანამდებობებს, რაც, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის, მე-2-პრიმ მუხლის 1-ლი პუნქტის და მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ნორმების თანახმად, შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი წევრის თანამდებობასთან. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ასეთი შეუთავსებლობა საბჭოს რომელიმე მოსამართლე წევრს ჰქონოდა, რა ამბავს ატეხდნენ ჩვენი ,,მიუკერძოებელი“ არასამთავრობო სექტორი, ანა დოლიძის დამცველი პოლიტიკოსები, ,,ექსპერტები“ და თუნდაც სახალხო დამცველი. ამ შემთხვევაში კი, ისინი დუმან!

დღევანდელ სხდომაზე დეტალურად დავასაბუთე, რომ ანა დოლიძე არის პოლიტიკოსი, მკაფიოდ გაცხადებული საარჩევნო მიზნებით და საბჭოს ტრიბუნას იყენებს პოლიტიკურ სექტორში საბოლოო, სარფიანი გადაბარგებისათვის, რაც, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ასევე შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობასთან. მოსამართლე წევრების დასჯას არასამთავრობო სექტორი, ბესელია და მსგავსი პოლიტიკოსები მოითხოვენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათი უსაფუძვლო თავდასხმებისგან ვიცავთ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს; მართლაც პოლიტიკური საქმიანობა რომ განვახორციელოთ, დოლიძესავით, წარმოგიდგენიათ, რას მოიმოქმედებდნენ?! ახლა კი, დოლიძის დარღვევებზე მრავლისმეტყველი დუმილი, პირიქით, ბესელიამ დღეს ისევ ჩემი დასჯა მოითხოვა, კანონიერი მოსაზრებების გამოთქმისთვის 

განა გასაკვირი არაა ასეთი ორმაგი სტანდარტი? მაგრამ მე და ჩემი კოლეგები, ამ უსამართლობის მიუხედავადაც, გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. მადლობა მინდა გადავუხადო საბჭოს ყველა წევრს, ვინც დღეს მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას – საქართველოს პრეზიდენტმა შეუწყვიტოს უფლებამოსილება ანა დოლიძეს!” – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.

დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ წარმოდგენილი მასალები:

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხშირად მიფიქრია თუ რატომ აუვარდათ მაინცდამაინც ახლა თავში ამათ ამდენად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი...

“მინდა გითხრათ, რომ ყველაზე გულისამრევი ხალხი ხართ…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, უკრაინასთან დაკავშირებით დაფიქსირირებულ კონკრეტულ პოზიციებს, მძიმე...

“დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმი გაიფხრიწება ნაკერავზე” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს,...

მიხეილ ყაველაშვილმა 49 პირი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის განყოფილება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენი სიბეცის გამო, ყველას წაგვართვით ამ ქვეყანაში ცხოვრების, ან სამშობლოში დაბრუნების უფლება😡” – ეკა...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე  ცალკეულ პირებს...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...

“ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძის და მათი შვილის, ალისას საუბარს...

“ბატონო შალვა, თქვენ არ ამბობდით, რომ ევროპა ქრისტიანულ ფასეულობებს დაშორდა, რომ ასეთი ევროპა თქვენთვის...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ვატიკანში ვიზიტთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ლელა...