spot_img
მთავარიკულტურა და ხელოვნება"საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა! ძალიან ცოტა დრო...

“საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა! ძალიან ცოტა დრო გრჩებათ ქალბატონო თეა, ჯალათების დრო იწურება” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს გელათის მონასტრის რესტავრაციის პროცესთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი მწვავედ აკრიტიკებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს და სპეციალური შეთავაზებით მიმართავს:

,,გელათი არის საქართველოს გაერთიანების და ყველაზე დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის ეპოქის მთავარი სიმბოლო. გელათი არის საქართველოს ქრისტიანული კულტურის ანუ საქართველოს ევროპელობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. გელათი, სვეტიცხოველთან ერთად, არის მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. სწორედ გელათი და სვეტიცხოველი არის მსოფლიო ისტორიულ რუკაზე საქართველო.

ის, ვინც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მრავალი ასეული ქართული ეკლესია დაანგრია, საბჭოთა ჯალათია. ის, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილით მოწყურებულ ომში რუსეთი ანუ ბოროტება გაიმარჯვებს და პარალელურად საქართველოში ანგრევს გელათს, საბჭოთა ჯალათია.

სამწუხაროდ, საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა. ძალიან ცოტა დრო გრჩებათ ქალბატონო თეა, ჯალათების დრო იწურება. უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და თქვენ სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია – ჯალა-თეა!

დღეს, ჩვენ და სამწუხაროდ, გვიწევს ამ ჯალათისთვის შეთავაზების გაკეთება კიდევ ერთხელ – ჩვენ მზად ვართ, გელათთან დაკავშირებით, მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ საქართველოში, ვუზრუნველყოთ ეს, მათ შორის – ფინანსურად და გადავარჩინოთ გელათის ის ნაწილი, რაც ამ დრომდე ვერ გაანადგურა ქალბატონმა ჯალა-თეამ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...