spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბალტიისპირეთის ქვეყნებში აჭარის მიმართ ინტერესი გაზრდილია - აჭარის...

ბალტიისპირეთის ქვეყნებში აჭარის მიმართ ინტერესი გაზრდილია – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

ბალტიისპირეთში აჭარის ტურისტული პროდუქტების მიმართ ინტერესი მაღალია. რიგაში, ვილნიუსსა და ტალინში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ვიზიტორები აჭარის საზღვაო ტურისტულ პროდუქტებთან ერთად მთიან აჭარაში მოგზაურობის შესაძლებლობებითაც დაინტერესდნენ. გამოფენებზე რეგიონს პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად უწევდა.

გამოფენების ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიზნით მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, მედიისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის ავიაკომპანია Air Baltic-ის მენეჯმენთან, სადაც ბალტიისპირეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირეებისა და პერიოდის გაზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. Air Baltic-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები რიგადან გასულ წელს პირველად დაიწყო, წელს კი მის განახლებასა და ფრენების სიხშირეების გაზრდას გეგმავს.

ბალტიისპირეთის ქვეყნები აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა. სამივე ქვეყნის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ბოლო წლებია პირდაპირი ფრენები ხორციელდება, რაც ხელს უწყობს რეგიონში ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ტურისტების მოზიდვას.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...