spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ირაკლი კობახიძისთვის ანუ ქოცისთვის მთავარია არა საქართველო, არა...

“ირაკლი კობახიძისთვის ანუ ქოცისთვის მთავარია არა საქართველო, არა თავისუფლება, არა ღირსება, არა სიმართლე, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის დღეები და მზად არიან ეშმაკსაც მიყიდონ სული ამისთვის” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტის წევრი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე მწვავე შეფასებებით ეხმაურება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პოზიცია/განმარტებას, სადაც ის აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში “უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსეთის მხარეს“:

ირაკლი კობახიძის და “ქართული ოცნების” სხვა პროპაგანდისტების გზავნილი, რომ რუსეთი წარმატებას აღწევს უკრაინის ფრონტზე და დასავლეთი მეორე ფრონტის გახსნას გვაძალებს არის არა შემთხვევითი დამთხვევა რუსული ინტერესის, არამედ პირდაპირი, მიზანმიმართული გამეორება კრემლის გზავნილის, რომ თითქოს რუსეთი უძლეველია, რუსეთი იმარჯვებს.

და მეორე, რუსულია თავად მეორე ფრონტის იდეაც, რომ თითქოს პირველი ფრონტიც არა რუსეთმა, არამედ დასავლეთმა გახსნა უკრაინაში.

შესაბამისად, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ირაკლი კობახიძისთვის ანუ ქოცისთვის მთავარია არა საქართველო, არა თავისუფლება, არა ღირსება, არა სიმართლე, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის დღეები და მზად არიან ეშმაკსაც მიყიდონ სული ამისთვის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...