spot_img
მთავარისხვადასხვა"უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსეთის მხარეს" - ირაკლი...

“უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსეთის მხარეს” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში საუბრობს რუსეთის ფედერაციის მიღწევებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში:

,,ფაქტობრივი მოცემულობა, რასაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ და ასევე, უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან, მაგალითად, ბოლო ერთი-ორი კვირა რომ ავიღოთ, არც ერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს. მინიმუმ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ათამდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს.

ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი. დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80%, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს 80%. საბოლოო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ანუ ეს არის დღევანდელი მოცემულობა.

ამ პირობებში, რა თქმა უნდა, იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. ამის უკან შეიძლება ვიღაცისთვის რეალურად რაღაცა ობიექტური ინტერესი არსებობდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებთ. დავარქვათ მას გლობალური ომის პარტია და ვიცით ჩვენ ამის უკან ვინ იგულისხმება, რა იგულისხმება!”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...