პარასკევი, აპრილი 19, 2024

გუგული (cuckoo)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო ინფორმაცია – გუგული (cuckoo)

ისევე როგორც ყველა სხვა ფრინველს, გუგულსაც კარგად აქვს განვითარებული სმენა, განსაკუთრებით კი მხედველობა. ამასთან იგი მეტად ფრთხილი ფრინველია.

ადამიანთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მისი ქცევა და ცხოვრების ნირი. მისი ბიოლოგია კარგად არ არის შესწავლილი, თუმცა ბევრი რამ მაინც გარკვეულია. ცნობილია, რომ გუგული გადამფრენი ფრინველია.

იგი აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში მიფრინავს გამოსაზამთრებლად თბილ ქვეყნებში – აფრიკაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ აზიაში. აპრილის პირველ ნახევარში კი ისევ უბრუნდება მშობლიურ ადგილებს და აქვე მრავლდება კიდეც.

გუგულზე ასევე შეიძლება ითქვას, რომ სასარგებლო ფრინველია. იგი დიდი რაოდენობით ანადგურებს სოფლის მეურნეობისა და ტყის მავნე მწერებს, კენკავს ისეთ შხამიან მუხლუხოებსაც, რომელთაც სხვა ფრინველები არ ეკარებიან.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული