spot_img
მთავარისხვადასხვა"ძალიან კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ის გადაწყვეტილება,...

“ძალიან კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების ინტერესებს” – ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:

,,მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, მან კარგად გაიაზრა საზოგადოების განწყობა ამ თემის გარშემო. საზოგადოებას არ უნდა არეულობა, რადიკალიზმის გაღვივება.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი მიზანი სააკაშვილის გამოშვების უკან არის სწორედ ამ არეულობის წყაროს შექმნა. როგორც ჩანს, ეს გაითვალისწინა პრეზიდენტმა და ძალიან კარგია, რომ მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების ინტერესებს.

მას აქვს სათანადო პოზიცია. ჩვენ მეტ სიღრმეში არ შევალთ. მიხეილ სააკაშვილისგან დანაშაულებების აღიარება, ნიშნავს სრულ კაპიტულაციას და ამას ის – არ გააკეთებს. ჩვენ ვიცით, მას აქვს კონკრეტული მიზნები. მისი მიზანია პოლიტიკაში დაბრუნება. აქედან გამომდინარე, ის ამას არასოდეს გააკეთებს.

რაც შეეხება პატიმრის გათავისუფლებას ჰუმანიტარული მოტივით – ეს არის, მე ვიტყოდი – აბსურდი. ერთი მარტივი მიზეზის გამო – თუ ჩვენ მხოლოდ ჰუმანიტარული მოტივებით ვიმოქმედებთ, ამ შემთხვევაში 9 000-ვე პატიმარი უნდა გამოვუშვათ გარეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...