თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, ემოციური პოსტით ეხმაურება უკრაინის რადის დეპუტატი ლიზა იასკო:
„ამ დროშის გვერდით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ამდენი ხანი, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი… სისხლით დაფარული. ადრე ეს არ შემიმჩნევია.
საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ასეთი ახლობელი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი ჩვენი წაიღე. დასცინი და ანადგურებ. ახლა მას ანადგურებ… საბოლოოდ და შეუქცევადად?
მას უკვე სხვა რეალობა აქვს. სუსტადაა. ეს არ არის საკმარისი?!
ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი განაცხადა.
სამართლიანობა, და მაღალო ძალებო, დაეხმარეთ“, – წერს ლიზა იასკო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე