spot_img
მთავარისხვადასხვა"რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მოგებად თვლიან, როცა ქვეყანაში არის...

“რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მოგებად თვლიან, როცა ქვეყანაში არის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა” – არჩილ თალაკვაძე

ეკონომიკური კვლევაში, რომელიც ეკონომიკის სფეროს ექპერტებმა უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ საქართველოს იმ სანქციებზე (რომლის ნაწილით საქართველო არის ევროკავშირთან და დასავლეთთან ერთად) დამატებით რომ შემოეღო ორმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ექნებოდა, საშუალოდ, 10%-იანი ეკონომიკური შემცირება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ ასეთი ორმხრივი სანქციები დაეწესებინა.

ამას თუ დავუმატებთ ეკონომიკურ ზრდას, რაც საქართველოს ჰქონდა, გამოდის, რომ საქართველოს დღეს ექნებოდა ეკონომიკის 21%-იანი დანაკარგი. 21%-იანი დანაკარგი არათუ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვისაა ძალიან სერიოზული დანაკარგი და ეს პირდაპირ შექმნიდა დესტაბილისაციის საფრთხეს და ზუსტად ეს არის ამ რადიკალური ოპოზიციის სასურველი მოგება. ანუ ისინი მოგებად თვლიან, როცა ქვეყანაში არის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა.

დანარჩენი ყველაფერი, რაც ხდება და რასაც ახლა ამბობენ, რომ თითქოს ტოვებენ პარლამენტს და თან ვერ ტოვებენ, არის ამ დიდი სურათის ნაწილი და ამისთვის სჭირდებოდათ ეკონომკური და სოციალური დესტაბილიზაციაც“,- განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველო არის ძირითადი სანქციების ნაწილი, რაც ევროპამ და დასავლეთმა დააწესა, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა დამატებით ორმხრივ სანქციებს, რომელიც საქართველოს რაიმეთი დახმარების საშუალებასაც მოუსპობდა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სს “თელასი”: 22-23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ნაძალადების და დიდუბის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

“კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...