კვირა, ივნისი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპირადი სივრცე"სტრატეგია აღმაშენებელმა" პროექტი "ქალები ევროპული მომავლისთვის" დაიწყო

“სტრატეგია აღმაშენებელმა” პროექტი “ქალები ევროპული მომავლისთვის” დაიწყო

პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებელმა“ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით ახალი პროექტი ,,ქალები პოლიტიკაში – ევროპული მომავლისთვის“ დაიწყო. პროექტს კოორდინირებას პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები ნანა ტოხვაძე და თეონა ჭალიძე გაუწევენ.

,,პროექტის ფარგლებში შეხვედრები გვექნება რეგიონებში. ტრენინგებს კი ჩავატარებთ რუსთავში, გორში, მარნეულში, თელავსა და სიღნაღში. მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ქალს. თბილისში გვექნება შემკრები კონფერენცია, სადაც რამდენიმე ასეული ქალი მოიყრის თავს.

NDI-ის ბოლო კვლევით მოქალაქეები უფრო მეტად უჭერენ მხარს საპარლამენტო ცხოვრებაში ქალების და კაცების თანაბარ მონაწილეობას. ზოგადად კი ეს თანასწორობა სამართლიანობის ნაწილიცაა.

პოლიტიკაში ქალების მეტად ჩართულობა საზოგადოებაზეც დადებითად აისახება. ამიტომ ვეცდებით წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

,,სოლიდარობა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალები გაძლიერდნენ ქართულ პოლიტიკაში, მოქმედ პარტიებში და აქტიურად ჩაერთონ საზოგადო სიკეთის შექმნაში.

დღეს, ქვეყნისთვის გადამწყვეტ ეტაპზე, ქალთა თანამონაწილეობის სტატისტიკა არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება. თუმცა ისტორიულად ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალები იყვნენ.

დღესაც ინოვაციის, გამბედაობის, მეტი პირადი ინიციატივის გენერატორები ქალები არიან. ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის შექმნაშიც ქალების როლი გადამწყვეტია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი “ქალები ევროპული მომავლისთვის”, რომელიც გააერთიანებს აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ აქტიურ ქალებს უკეთესი საზოგადოების მშენებლობისთვის,“ – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

 

ინფორმაციისთვის: პროექტის ფარგლებში ქალები მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო ტრენინგებში და შემაჯამებელ კონფერენციაში.

პირველ ეტაპზე მონაწილეები ესწრებიან მათთვის მისაღებ დროსა და ადგილზე ერთდღიან სამკომპონენტიან ტრენინგს.

რუსთავში – 26 თებერვალს
გორში – 25 მარტს
თელავში  – 29 აპრილს
მარნეულში – 27 მაისს
სიღნაღში – 10 ივნისს

იხილეთ სარეგისტრაციო გვერდი: პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...