spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"24 თებერვალს უნდა ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი, რომ...

“24 თებერვალს უნდა ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ რა არის რეალურად ქართველი ხალხის ნება” – გიორგი ვაშაძე

ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე გაერთიანებულმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – ,,დროამ”, ,,გირჩი – მეტი თავისუფლებამ” და ,,სტრატეგია აღმაშენებელმა” ერთობლივი განცხადება გააკეთეს საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების სასაუბრო ფორმატზე რუსეთის ფედერაციასთან. აღნიშნულ საკითხზე მწვავე შეფასება გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციონერი ლიდერი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 24 თებერვალს ყველა გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე:

,,გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ ჩანაწერი, სადაც პირდაპირ მტკიცდება, რომ ჩვენს ზურგს უკან არსებობს თურმე ფორმატები, რომელი ფორმატებითაც რუსეთის ფედერაციასთან მალულად და ფარულად საუბრობს ,,ქართული ოცნება”. თურმე არსებობს ფორმატი და ჩვენ არაფერი არ ვიცით ამის შესახებ, რა ფორმატშიც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ელაპარაკება საქართველოს მხრიდან ოფიციალური წარმომადგენლები.

მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ არავის არ გვსმენია მსგავსი ფორმატის შესახებ. უფრო მეტიც, რუსეთის მხრიდან ამ ჩანაწერში არის მოთხოვნა, რომ რეგულარული სახე მიიღოს ამ ტიპის ფორმატმა, რომელსაც არანაირი საკანონმდებლო ლეგიტიმაცია არ აქვს.

ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვეტილი გვაქვს რუსეთთან, მაგრამ ჩვენს ზურგს უკან, ,,ქართული ოცნება” მათთან დღენიადაგ საუბრობს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

როცა მალავ, როცა ამას ზურგს უკან აკეთებ – ეს ცალსახად დანაშაულის მამტკიცებელია, ამ კონკრეტულ სიტუაციაში.

რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს სატრანსპორტო ხაზები, კომუნიკაციები, ფარული საუბრები, დიდი ალბათობით, გამოიყენება მათ შორის, რუსეთის სანქციების გვერდის ავლის, ახალი არხებისა თუ მექანიზმების გახსნისათვის. რაც ყველაზე ცუდია, ,,ქართულ ოცნებას” შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, ქართველ ხალხს მოგვმართავს მთელი დასავლეთი, მათ განასხვავეს ,,ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი. ყველა ხედავს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა, უკრაინის ღირსეული მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, 24 თებერვალს უნდა ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ის, რაც ხდება ქართველი ხალხის ზურგს უკან, არ არის ნება, რომელსაც გამოხატავს ქართველი ხალხი! ის, რაც ხდება ჩვენს ზურგს უკან, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულს ჩვენ, არც ერთ შემთხვევაში არ შევეგუებით.

ასე, რომ 24 თებერვალს უკრაინისთვის, ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, ჩვენი გმირების მხარდაჭერისთვის – გელოდებით 7 საათზე რუსთაველზე, რომ ყველამ ერთად ვაჩვენოთ რა არის რეალურად ქართველი ხალხის ნება!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...