spot_img
მთავარისხვადასხვაპაატა მანჯგალაძე: "საქართველოს ამზადებენ გა-სა-ყი-დად"

პაატა მანჯგალაძე: “საქართველოს ამზადებენ გა-სა-ყი-დად”

გამოცემა ,,The Economist” სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით ,,საქართველო გადავიდა კრემლის ორბიტაზე/Georgia has drifted into the Kremlin’s orbit”. აღნიშნულ თემაზე ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტთან პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე:

,,როცა უკრაინა ახერხებს თავისუფლებისთვის ბრძოლას, რეფორმას, ევროპასთან დაახლოებას, საქართველო სად არის?! საქართველო ცდილობს პუტინის, გავრილოვის გულის მოგებას. არ თქვათ ვინმემ, რომ საქართველოს უსაფრთოებისთვის.

არა! არანაირ უსაფრთხოებას რუსეთი საქართველოს არ მოუტანს. პირიქით, რაც უფრო მარტო დარჩება ქვეყანა, უფრო დიდი საფრთხეა, რომ ჯიბეში ისე ჩაიდოს რუსეთმა, რომ ხმის ამომღები არ დარჩეს არავინ.

ამისთვის ამზადებენ, საქართველოს ამზადებენ გა-სა-ყი-დად“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის: ,,The Economist”-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია:

,,სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობა ხელს უშლის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს. კანონის უზენაესობის სხვა დარღვევები მოიცავს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის მმართველის, ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთა აშკარად გაყალბებული ბრალდებებით.

პოლიტიკური ოპოზიცია თვალთვალის ქვეშაა.

ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნა საქართველოს გასულ ივნისში უკან დაუბრუნდა“, – წერია სტატიაში.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...