27 იანვრის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 28 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში.
გარკვეული დროის განმავლობაში ლარის კურსის გამყარებისა და სტაბილიზების შემდეგ ერთგვარი არასტაბილური კურსი დაფიქსირდა სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა ბოლო კვირაში ისევ დაიწყო გამყარება/სტაბილიზება ეროვნულმა ვალუტამ უცხოური ვალუტების დიდ ნაწილთან მიმართებაში, მათ შორის, დოლართან მიმართებაში. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
24 იანვარი – 2.6504;
25 იანვარი – 2.6499;
25 იანვარი – 2.6491;
27 იანვარი – 2.6451.
ეროვნული ვალუტა, ბოლო ვაჭრობაზე კიდევ გამყარდა, 0.0058 ლარით და 1 აშშ დოლარი 28 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6393 ლარი.
ახალი წლის და შემდგომი დღეების ვაჭრობებზე ლარის საკმაოდ არასტაბილური კურსი დაფიქსირდა და ლარმა გაუფასურება დაიწყო ევროსთან მიმართებაში. ხოლო ბოლო ვაჭრობებზე დაფიქსირდა გამყარების ტენდენცია, თუმცა არასტაბილურიბის ნიშნებით. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსის შესაბამისად 1 ევრო ღირდა:
24 იანვარი – 2.8889;
25 იანვარი – 2.8789;
26 იანვარი – 2.8788;
27 იანვარი – 2.8847.
ბოლო ვაჭრობაზე ლარი ევროსთან მიმართებაში ისევ გამყარდა, 0.0102 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8745 ლარი.
ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2677 ლარი (გამყარდა 0.0109 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1403 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7146 (გამყარდა 0.0021 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5556 ლარი (გამყარდა 0.0035 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.6814 ლარი (გამყარდა 0.0122 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8666 ლარი (გამყარდა 0.0141 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.8902 ლარი (გამყარდა 0.0038 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.2376 ლარი (გამყარდა 0.0043 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.6795 ლარი (გამყარდა 0.1222 ლარით)
100 იაპონური იენი – 2.0338 ლარი (გამყარდა 0.0047 ლარით)
ბოლო 2 კვირის განმავლობაში გამოიკვეთა ლარის გამყარების ტენდენცია რუსულ რუბლთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა:
24 იანვარი – 3.8554;
25 იანვარი – 3.8463;
26 იანვარი – 3.8284;
27 იანვარი – 3.8205.
27 იანვრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა ისევ გამყარდა, 0.0201 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, მომდევნო 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.8004 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი