ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის...

“ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ” – მიხეილ სააკაშვილი

გერმანულ ავტორიტეტულ გამომცემლობა “შპიგელს” ინტერვიუ მისცა პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა (რომელიც ფეისბუქის მის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა). ინტერვიუში რამდენიმე საკითხი იყო გამოკვეთილი, მათ შორის, საქართველოში ჩამოსვლაზე, მოწამვლასა თუ წამებაზე და სხვა ფაქტებზე:

საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით:

  • არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, არ აღიარებს და არ ცნობს ჩემს ბრალეულობას და ჩემს მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა – ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ.

დაპატიმრებისა და წამების თაობაზე:

  • პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებდნენ, ისინი, განსაკუთრებით კი პუტინი, მოითხოვდა ჩემს საქართველოში დაჭერას და გასამართლებას.

    როცა მძიმედ დაავადებული პატიმარი პაციენტი ათასობით სახიფათო კრიმინალის გარემოცვაშია გამოკეტილი, რომლებიც დღე და ღამე ყვირიან და იმუქრებიან, რომ მოგკლავენ? მე რადიოს მთელ ხმაზე ჩართვა მიწევდა, რომ ნაწილობრივ მაინც გადამეფარა ეს ხმები. Წამება არაა, როცა ჩემ მდგომარეობაში 200 წნევით თითქმის უგონოდ წევს ადამიანი და შუაღამეს ბადრაგს აგზავნიან მის მოსახრჩობად? ან როცა ციხის საავადმყოფოში გცემენ?

მოწამვლასთან დაკავშირებით:

  • კლინიკის ექიმებს, სადაც მაისის მერე ვიმყოფები, ეს ეჭვი ჩემი შემოყვანისთანავე გაუჩნდათ. Მოწამლვა განხორციელდა ამ ხელოვნების წესების ყველა დაცვით. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნევროლოგმა შაჰიინ ე ლაჰანმა აიღო სინჯები და კალიფორნიის ლაბორატორიაში შეამოწმა. ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა კი მძიმე მეტალების კვალი შეამოწმა. Ჩვენ ფედერალური გამოძიების ბიუროს ჩართვაც გვინდოდა მეორე ტესტისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა.

“ვივამედში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით:

  • პერსონალს აქ ვუყვარვარ, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. იმ დღეს დღეს რაც შეეხება, მოსამართლე და პროკურორები, ჩემ პალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას მიუხედავად იმისა, რომ სიცხე წნევა და ტვინის ანთება მქონდა. ამიტომ დავყარე წამლები რომლებიც მომცეს. Მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება, თითქოს შეურაცხადი ვარ.

გირგვლიანის საქმეზე:

  • 2004 წელს საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო იყო უმოქმედო ინსტიტუტებით. Ჩემი პრეზიდენტობის დროს მშპ გაოთხმაგდა, კორუფცია თითქმის გაქრა დაევროპული ინტეგრაციის გზას დავადექით. რა თქმა უნდა სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს ვნანობ, რომ შსს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...