შაბათი, აპრილი 27, 2024

“სანამ ამ ქვეყნის მენტალური ოკუპაცია არ დასრულდება, პოლიტიკური დეოკუპაცია შეუსრულებელი მისიაა” – ლელა ჯეჯელავა

“ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა ქართულ საზოგადოებაში არსებულ რეალობაზე საუბდრობს:

სანამ ამ ქვეყნის მენტალური ოკუპაცია არ დასრულდება, პოლიტიკური დეოკუპაცია შეუსრულებელი მისიაა. მენტალური ოკუპაციის უშრეტ წყაროზე საუბარს ყველა თავს არიდებს.

ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანები, როგორც წესი, არ ახსენებენ გიორგი, ექვთიმე, იოანე ათონელებს, გრიგოლ ხანძთელს, პეტრე იბერზე მხოლოდ თითზე დასათვლელ ადამიანს ექნება ინფორმაცია. მათგან არც ამბროსი ხელაის ხსენება ისმის და მის ფრაზებს ციტირებენ.

სამაგიეროდ, არგუმენტებად სვიატოგორსკელი ბერების წინასწარმეტყველებები, რადონეჟელის და მატრონუშკას ციტატები მოჰყავთ.

ეს ყველაფერი მეასე ხარისხოვანი რომ გგონიათ – ეს არის უდიდესი შეცდომა. ამას ვერც უკრაინის გამარჯვება მოერევა, ვერც ნატო და ვერც ევროკავშირი. ამას საკუთარ ეროვნულ თვითშეგნებზე ორიენტირებული განათლება სჭირდება და კიდევ სხვა რამ, რომლისაც თოფივით გეშინიათ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული