შაბათი, აპრილი 20, 2024

“სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ მჭირდება იმისთვის, რომ ეჭვი მეპარებოდეს “ემპათიის” დასკვნებში” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უნდობლობას უცხადებს ცენტრ “ემპათიის” დასკვნას და კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს ამ ორგანიზაციასთან მიმართებაში:

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ მჭირდება იმისთვის, რომ ეჭვი მეპარებოდეს „ემპათიის“ დასკვნებში.

სხვა დროსაც მითქვამს, გავიხსენოთ ყველამ, – შაქარაშვილის საქმე, ბაჩალეიშვილის საქმე და გავიხსენოთ, თუ რას ამბობდა მაშინ „ემპათია“ და მისი ხელმძღვანელი.

ეს იყო პირდაპირი სიყალბე, რაც მაშინ, ამ ორგანიზაციის მხრიდან, ტელევიზიებში გვესმოდა. არ მინდა დეტალებში ჩავიდე, მაგრამ ყველას ახსოვს და თქვენს არქივშიც ინახება, თუ რა სიყალბესთან გვქონდა ადგილი. ეს იყო არა მხოლოდ პროფესიული ეთიკის დარღვევა – ეს იყო პირდაპირ სიყალბის გავრცელება.

ამიტომ, თავისთავად, ნდობა ამ ორგანიზაციის მიმართ, ზოგადად, არ მაქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული