ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ“ არაფერ შუაშია, ჩვენ არ...

“ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ“ არაფერ შუაშია, ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით” – კახა კალაძე მშენებლობის ნებართვების გაცემასა და “ლაგუნა ვერეს” შესახებ

მუნიციპალიტეტს აქვს უფლებამოსილება, შეცვალოს ზონები, რომლებსაც ახალი გენგეგმით შეეცვალათ სტატუსი ან მოხდეს მათი ადგილმონაცვლეობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტირებისას განაცხადა.

ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო იმისა, რომ კონკრეტულ არეალებში რეკრეაციული ზონის სტატუსი შეცვლილა სხვადასხვა ზონით ან პირიქით. ეს არ არის გამონაკლისი. თქვენ ხედავთ, ლაგუნას მიმდებარე სივრცე როგორ არის განვითარებული. ქარხნის, საწარმოს ტერიტორია იყო. შეიძლება, რომ ქარხნის ტერიტორიას ედოს რეკრეაციული სივრცის სტატუსი?

ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება იმისა, რომ შეიცვალოს ასეთი ზონები ან მოხდეს ადგილმონაცვლეობა. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც კერძო მესაკუთრეებს გაუუარესდათ მდგომარეობა მიწის ზონალური სტატუსის შეცვლით, როდესაც მივიღეთ გენერალური გეგმა. მაშინვე გაჩნდა ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს ასეთ საკითხებზე და მიიღოს გადაწყვეტილება – ან გამოისყიდოს ასეთი მიწები, ან შეუცვალოს ზონირება. ქალაქგეგმარების და ურბანული თვალსაზრისით, იმ კონკრეტულ არეალში ვერ ვხედავ პრობლემას, რომ განვითარდეს და მოწესრიგდეს ეს სივრცე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შენარჩუნდება საცურაო აუზის სივრცე და მუნიციპალიტეტი მზადაა, ამ სივრცის აღდგენითი სამუშაოების პროექტზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთად იმსჯელოს.

მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, რომ გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩაერთოს ყველა მსურველი, იქნება არქიტექტორი თუ დიზაინერი და ერთად შევიმუშაოთ აღდგენითი სამუშაოების პროექტი. თქვენ იცით, რომ 2015 წელს ძალიან მძიმედ დაზიანდა „ლაგუნა ვერე“, 13 ივნისის სტიქიამ ძალიან დააზიანა არსებული სივრცე. როდესაც გადმოგვეცემა ეს ტერიტორია, მუნიციპალიტეტი მზად არის, მოამზადოს პროექტი და დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები. მოვუწოდებთ ყველას ჩართულობისკენ და ერთად შევქმნათ სასიამოვნო სივრცე, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს თბილისის მოსახლეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, დედაქალაქის მერის თქმით, ამაზე თბილისის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურები იმსჯელებენ.

ჩემს მოწონებაზე არ არის ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა. მუნიციპალიტეტს ჰყავს არქიტექტურის და ურბანული განვითარების სამსახურები, სადაც მუშაობენ კვალიფიციური სპეციალისტები, პროფესიონალები და ყველას ჩართულობით იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მიერ მშენებლობის ნებართვის საკითხზე მსჯელობა ვერასოდეს გახდება პოლიტიკურ შეხედულებებზე დამოკიდებული.

თქვენ იცით, რამდენი მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქში და რამდენ კვადრატულ მეტრზე გაიცემა ყოველწლიურად სამშენებლო ნებართვები? არასდროს უკან არ დაგვიხევია ინფორმაციის მოწოდებაზე. სამწუხაროდ, თქვენ არ აშუქებთ და არ გინდათ, ის სიმართლე, რაც თქვენთვის მიუღებელია, საზოგადოებას მიაწოდოთ.

ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ“, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია, ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით და ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით.

არასოდეს გვიკადრია და არ ვიკადრებთ, რომ ვინმე პოლიტიკური შეხედულებების გამო დავაზიანოთ, ხელი შევუშალოთ ან ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არცერთი ნებართვა არ გაიცემა სატრანსპორტო კვლევის გარეშე.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წერილი აჩვენებს, რომ დასავლური იზოლაცია და სანქციები ბიძინასთვის ძალიან მტკივნელია და ამის დამალვას ვეღარ...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია მთავრობის მეთაურის,...

“ის ახალგაზრდა სოციალისტები, ნამეტნავად ევროპულად რომ ირჯებოდნენ, გახარიას თავისთვინ უნდა?🤔 ვიკითხე, ვიკითხე მხოლოდ😊” –...

საპროტესტო აქციაზე, მარშის დროს, მიხეილ სააკაშვილის ბანერის წინააღმდეგ გამოხატულ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...