სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ცენტრ “ემპათიის” მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის დასმული დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, მინისტრი რატი კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს და ამტკისებს, რომ ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორც ფსიქიატრიული, ისე გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური, არ არის სარწმუნო და უტყუარი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წარედგინება, რის შემდეგაც სასამართლო გააგრძელებს მსჯელობას მსჯავრდებულ სააკაშვილისათვის სასჯელის გადავადებისა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხზე.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექსპერტიზის ბიუროს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით 8 დეკემბერს მიმართა, პასუხი კი, 26 იანვარს მიიღო.

სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა, და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული