spot_img
მთავარისხვადასხვა"გრძელდება მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს"...

“გრძელდება მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს” – დავით მათიკაშვილი

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიის ბანკ ,,Credit Suisse”-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს, რასთან დაკავშირებითაც უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელდა კონკრეტული სტატიები. ამ თემაზე კომენტარს აკეთებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი:

,,იყო და გრძელდება მცდელობა იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და შემდგომ უკვე მან გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ე.წ. “გლობალური ომის” პარტიის ინტერესებში შედის, საქართველო ჩაერთოს ომში. გაიხსნას მეორე ფრონტი, რაზედაც იყო შესაბამისი ზეწოლა.

სწორედ ამაზე საუბრობენ ადვოკატები. ამაზე ადრეც იყო არაერთი განცხადება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის: პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ ,,Credit Suisse”-ს მისთვის პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მათ შორის ურთიერთობა სამართლებრივის ნაცვლად პოლიტიკური გახდა. ივანიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:

,,ვინც ჩვენგან მიწოდებულ ინფორმაციას თვალს ადევნებდა, მას ემახსოვრება, რომ „კრედიტ სუისთან“ ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გამოვიდა და წმინდად პოლიტიკური გახდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში დაიწყო სამხედრო კონფლიქტი, ხოლო უკვე მარტის თვიდან ბატონ ივანიშვილს შეექმნა პრობლემები როგორც პირადი თანხების მიღებასთან, ისე ხელოვნების ნიმუშების და საფრენი აპარატის მიღებასთან დაკავშირებით.

მაშინ, მართალია დიდი ძალისხმევის შედეგად, თუმცა საკითხები სასამართლოს გზით ამოიწურა. ამავე დროს, ეს პრობლემურ საკითხთა ნუსხის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა, რადგან ბატონ ივანიშვილს ძირითად აქტივებზე – თანხებზე წვდომა ჰქონდა და აქვს შეზღუდული”, – წერია განცხადებაში.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...