კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაკანონმდებლო წინადადება "ცხოველთა კეთილდღეობის აქტი"-ს მიღების და ცხოველთა...

საკანონმდებლო წინადადება “ცხოველთა კეთილდღეობის აქტი”-ს მიღების და ცხოველთა სისასტიკისგან დაცვის შესახებ

პარტია ,,გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის“-ს წევრმა – შორენა ლობჟანიძემ დღეს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლითაც ითხოვს ,,ცხოველთა კეთილდღეობის აქტი“-ს მიღებას და ცხოველთა სისასტიკისგან დაცვას:

,,ქვეყნის სიდიადე და მისი ხალხის მორალური მდგომარეობა ფასდება იმით, თუ როგორ ექცევა იგი ცხოველებს. არც ერთი შინაური ცხოველი ნებაყოფლობით არ ხდება მიუსაფარი, ჩვენ – ადამიანები ვქმნით მათ ასეთებად. სწორედ, ადამიანია პასუხისმგებელია მათზე, რაც მოაშენა, რადგან ისინი დღეს აღარ განეკუთვნებიან იმ ველური ბუნების ნაწილს, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ ნადირობას და არსებობისთვის აუცილებელი სარჩოს მოპოვებას.

ცხოველებისადმი დამოკიდებულება აჩვენებს რამდენად ჯანსაღია საზოგადოება მთლიანობაში. სახელმწიფოს კეთილდღეობაზე და განვითარებაზე კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლია პოზიტიური ასპექტებით საუბარი, თუ რამდენად არის დაცული ამ სახელმწიფოში ისინი, ვინც საკუთარ თავზე ზრუნვას ვერ ახერხებს.

მსოფლიოში არსებული ცხოველთა დაცვის კანონპროექტების ძირითადი თეზისია, რომ ,,ცხოველები არიან მგრძნობიარე არსებები, რომლებსაც აქვთ გრძნობები და შეუძლიათ განიცადონ ემოციები“.

ჩემი საკანონმდებლო წინადადების არსი მდგომარეობს საქართველოში ცხოველთა სისასტიკისგან დასაცავად ,,ცხოველთა კეთილდღეობის აქტი“-ს მიღებას, მოქმედ კონსტიტუციაში, კანონპროექტში ,,შინაური ცხოველების შესახებ“ და რიგ სხვა კანონებში ცვლილებების შეტანას და იმ სრულყოფილი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, რომელიც იქნება ცხოველთა სისასტიკისგან დაცვის, მათ შორის მიუსაფარი ცხოველების მარეგულირებელ დოკუმენტში“, – განაცხადა შორენა ლობჟანიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...