შაბათი, აპრილი 20, 2024

“მე ვხედავ საფრთხეებს!” – გიორგი ვაშაძე რუსეთთან ავიარეისების აღდგენაზე

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოსთან ავიარეისების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მხარის ინიციატივაზე ისაუბრა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ:

თუ ვინმე მეტყვის, ამ ფრენების აღდგენა უბრალოდ თვითმფრინავების მიმოცვლაა იქეთ-აქეთ, მე მათ ყველას ვეტყვი, რომ მეგობრებო, ასეთი პატარა ბავშვები არ უნდა ვიყოთ.

რუსეთისთვის ყოველთვის ფრენების მიმოცვლა, ნებისმიერი მსგავსი საკითხი, იყო ხოლმე მათი გეოპოლიტიკური იარაღი, რომელსაც ისინი იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

მე ვხედავ საფრთხეებს!: არცერთი თვითმფრინავი, რუსეთის მხრიდან, არ გამოფრინდება პოლიტიკური დატვირთვის გარეშე და არცერთი თვითმფრინავი აქედან არ გაფრინდება, კონკრეტული დატვირთვის გარეშე“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული