spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშნებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშნებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშნებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის N30 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა გონიოს დასახლებაში მდებარეობს. განახლებული სკოლა მოსწავლეების მიღებას ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის შიდა და გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად კეთილმოეწყობა სკოლის ტერიტორია, სკვერი და ღია სპორტული მოედანი.

პირველ ეტაპზე, განხორციელდა სახურავის რეაბილიტაცია, მოეწყო პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

2023 წელს, აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან, განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით 25 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, აშენდება ახალი სკოლები და რეაბილიტირდება 92-ზე მეტი სკოლა.

სკოლის რეაბილიტაციის პროცესს მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძე და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე გაეცნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...