ორშაბათი, ივლისი 7, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეჟიმს გავურთულოთ ამოცანა, რომ ყველანი ერთ საერთო ქვაბში...

“რეჟიმს გავურთულოთ ამოცანა, რომ ყველანი ერთ საერთო ქვაბში არ მოგვზილოს და შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” უმოქმედობა ან უპასუხისმგებლობა ყველას არ მიეწეროს” – გიგა ბოკერია

,,ევროპული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განცხადება გააკეთა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ოპოზიციონერი ლიდერი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, იყენებს თუ არა არსებულ ბერკეტებს ოპოზიცია, იმ საკრებულოებში, სადაც უმრავლესობა მოიპოვეს:

,,ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ დიდი ხანია ივანიშვილის რეჟიმი უკანონო, ძალადობრივ და ცინიკურ მეთოდებთან ერთად, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ამავე დროს იყენებს იმ არგუმენტს თავის პროპაგანდაში, რომ ამ რეჟიმის ოპონენტებს და საზოგადოდ, მთელ ოპოზიციას შეუძლია მხოლოდ თავდასხმა რეჟიმზე და არ აქვს უნარი, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, არა მარტო ქვეყნის მართვის თვალსაზრისით, არამედ იქ, სადაც აქვს ეფექტური ინსტრუმენტები. ანუ არ შეუძლია მოქმედება. რაც მთავარია, ამ პროპაგანდისას, ვიმეორობ, ის ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთ საერთოში ზილავს და ამ ყველაფერს არქმევს ხოლმე ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს.

ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ იმაზე, თუ როგორ იქცევიან ცალკეული პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით ისინი, ვინც დღეს უფრო მსხვილი მხარდამჭერით სარგებლობს ხელისუფლების ოპონენტების, პირველ რიგში, „ნაცმოძრაობის“, იმისთვის, რომ რეჟიმს გავურთულოთ ამოცანა, რომ ყველანი ერთ საერთო ქვაბში მოგვზილოს და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ უმოქმედობა ან უპასუხისმგებლობა მიეწეროს ყველას. ამით დაინერგოს უიმედობა, ნიჰილიზმი ზოგადად ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვისაც სურს ამ რეჟიმის შეცვლა.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მთლიანად, ,,ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტნიორები, იქნება ეს ,,ლელო“, ,,აღმაშენებელი“ თუ სხვები, დღემდე უარს აცხადებენ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი დატოვონ. თავის დროზე, კრიტიკულ მომენტში ეს არ გააკეთეს. ამავე დროს საზოგადოებას ეუბნებიან, რომ იქ ვერაფერს ვერ აკეთებენ. იმიტომ, რომ ამ რეჟიმის უმრავლესობა მათ არ აძლევს ეფექტურ ინსტრუმენტებს, რომ აკონტროლონ ხელისუფლება და განახორციელონ ის ფუნქციები, რაც უნდა ჰქონდეს საპარლამენტო ოპოზიციას.

ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ იქცევიან ის ოპოზიციური პარტიები, სადაც ამომრჩევლების ნებით მათ მოიპოვეს უმრავლესობა საკრებულოებში. მიუხედავად დარღვევების, უამრავი ძალადობრივი ფაქტისა, ჩვენი მოქალაქეების წყალობით არის სულ 2 საკრებულო დარჩენილი დღეს საქართველოში, სადაც უმრავლესობა აქვს, ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას პარტიას. ძალიან მნიშვნელოვანია დემონსტრირება იმისი, როგორ იქცევიან ისინი ასეთ შემთხვევაში, სადაც ეს უმრავლესობა გააჩნიათ – დგამენ თუ არა იმ მინიმალურ ნაბიჯებს, რომელსაც ვერ დგამენ, მაგალითად, პარლამენტში, სადაც მაინც რჩებიან? ამ თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ უმძიმესი სურათი, ჩვენი საზოგადოების ინტერესების და საკუთარი მოვალეობების სრული უგულებელყოფის სახით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...