პარასკევი, აპრილი 19, 2024

თელასის გაფრთხილება: 24 და 25 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთი რაიონის კონკრეტულ უბნებში

სს „თელასი“-ს განცხადება (დამატებითი ინფორმაცია): საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნის შესაბამისად დღეს, 24 იანვარს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება კრწანისის რაიონის 8 ათასამდე მომხმარებელს.

შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალას, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, მარნეულის გზატკეცილის, რუსთავის გზატკეცილის, სვანების დასახლების, ჟორდანიას, კოსტავას, ღოღობერიძის, გულბანის, გორგასალის (ნაწილობრივ), ლომინაძის, სურგულაძის, სადგურის, ვაგზლის, ვირსალაძის, მარნეულის, ქინძმარაულის, ბოგდან ხმელნიცკის, კრწანისის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გაეცანით ასევე: დღეს, 24 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებს/დასახლებებს

სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებლებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

ასევე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა სამუშაოს გამო:

25 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, შეშელიძის, ხევძმარის, გობრონიძის, კორინთას, შენგელიას, ხიზამბარელის, უწერის, ზარზმის, ილორის, სარაჯიშვილის და ლაგურაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ორბელიანის, აჯიაშვილის, გორგასალის, სამღებროს, თუმანიანის, კოტე აფხაზის, ბეთლემის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, იოსებიძის, იშხნელების, შარტავას, ნუცუბიძის, დელისის, ზემო ვეძისის და ზალდასტანიშვილების ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული