ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანს დარჩა რაღაც საათები და ვიღაცამ ხომ უნდა...

“ადამიანს დარჩა რაღაც საათები და ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე?!” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

კლინიკა ,,ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან მძიმე და ემოციურ კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. მისი განცხადებით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ამჟამად სიტუაცია კატასტროფულია:

,,კატასტროფული მდგომარეობაა! ე.ი. ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი, მუცელი საერთოდ აღარ არსებობს. აი, არ ვიცი, რაღაცა ხერხემალი მოჩანს აქედან.

ისინი ამბობენ, კი ბატონო, ავად არის, მაგრამ ჩვენ აქ ვუმკურნალებთ, მაგრამ როგორ?! რაღაც გადასხმები კეთდება, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება.

ვისაც ეს ეხება, ის ხომ უნდა დაფიქრდეს – ეს რომ აღარ იყოს აქ, მოხდეს ესე… ეს მოხდება აუცილებლად… ქვეყანას გადაუვლიან! ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლებაა და ინტერესია დასავლეთიდან. ეს ამათ ესე არ შერჩებათ.

გამოსავალი ძალიან მარტივია – გადაყვანა. რამდენიმე თვეა მაგაზეა ლაპარაკი! დრო ხომ გადის?! ამ ადამიანს დარჩა რაღაც საათები და ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე. მე არ მესმის, ასეთი სიჯიუტე რას ნიშნავს?! ვერ ამიხსნია…“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“ასეთი უტიფარი სიტყვა, თვით ქოცური პროკურატურისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...