სამშაბათი, აპრილი 16, 2024

“ტროლებიც ისეთივე რეგვენები გყავთ, როგორიც თქვენ ხართ ქოცებო!” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელებში არსებული ტროლების ანატომიაზე საუბრობს ელისო კილაძე და მათთან ურთიერთობის კონკრეტულ ტექნოლოგიაზე საუბრობს:

ცოტა რამ ტროლებზედ (ჩემი გამოცდილებით).

არსებობს ტროლების სამი კატეგორია:

  1. სტატუსის ქვეშ წერს ერთ უარყოფით კომენტარს და უჩინარდება. სულ რომ ასმა კაცმა უპასუხოს, აღარ რეაგირებს;
  2. ტროლი, რომლის ფუნქციაც მხოლოდ გინებაა, რა არგუმენტიც არ უნდა დაუდო პასუხად, მხოლოდ იგინება;
  3. დამლაიქებელი ტროლები – უარყოფით კომენტარზე შემოცვივდებიან და ისტერიულად ალაიქებენ.
  • ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით – ჯერ არ შემხვედრია ტროლი, რომელსაც შეუძლია არგუმენტებით შემოგყვეს პოლემიკაში და დაგიმტკიცოს რომ ცდები.

როგორ ვიქცევი მე?

ა) უარყოფით კომენტარს არ ვშლი, დამლაიქებლებს სათითაოდ ვნახულობ და ვბლოკავ (საუკეთესო პრევენციაა);

ბ) მაგინებელს ადექვატურად ვპასუხობ და სანამ რეაქცია გამოხატავდეს – ვბლოკავ!

დასკვნა: ტროლებიც ისეთივე რეგვენები გყავთ, როგორიც თქვენ ხართ ქოცებო! (რაში ხარჯავთ ფულს).

#ნახვამდის!” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, აგრეთვე, რჩევები, თუ როგორ ებრძვის ტროლებს:
სოციალურ ქსელებში მომრავლებული ტროლ-ბოტების წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული მეთოდი ელისო კილაძისგან

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული