ორშაბათი, ივლისი 7, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე პირადად, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ - პირიქით,...

“მე პირადად, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ – პირიქით, ეს არის მეტი კომფორტის შექმნა” – მიხეილ სარჯველაძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

აღდგება თუ არა რუსეთთან პირდაპირ ფრენები, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პარლამენტის ადამიანების უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე. მისი განცხადებით, დიპლომატიური თვალსაზრით, დამოკიდებულია იმაზე თუ რა ფორმით მოხდება პოზიციის შემუშავება:

,,იმ ფონზე, როდესაც არსებობს მოცემულობა, ლარსზე შესაძლებელია, რომ მაგალითად, მანქანით იმოგზაუროს რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ან საქართველოს მოქალაქემ რუსეთში – ერთი მხრივ, სავიზო რეჟიმი არსებობს, მეორე მხრივ, არ არსებობს და ა.შ. ასეთ პირობებში ტექნიკურად ახალი არხის გახსნა, ასე ვთქვათ, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, მაგალითად, ქართველ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს დღეს რუსეთში, იმოგზაურონ საქართველოში საკუთარი ოჯახების მოსანახულებლად, არა მაგალითად სომხეთის ან აზერბაიჯანის გავლით, არამედ იმოგზაურონ პირდაპირ – ამაში მე პირადად, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ პირიქით, ეს არის მეტი კომფორტის შექმნა.

დიპლომატიურს რაც შეეხება – ჩემთვის პირადად, ყველაფერი დამოკიდებულია შინაარსზე. იმიტომ, რომ ურთიერთობა დღეს, მაგალითად, იგივე ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციასთან ირიბი არხებით, მაგრამ, მაინც არსებობს.

შესაბამისად, რა ფორმით იქნება, რა საშუალებებით იქნება, რა შინაარსით იქნება, მათ შორის, ასეთი ურთიერთობები, ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია24-26 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: 🌦 27...