ორშაბათი, ივლისი 7, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" ძალიან გაიტაცა ღალატის სურვილმა - პაატა...

“ქართული ოცნება” ძალიან გაიტაცა ღალატის სურვილმა – პაატა მანჯგალაძე

რუსეთი საქართველოსთან პოზიტიურ ურთიერთობაზე ღიად ალაპარაკდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე სურვილიც გამოთქვა. მმართველის პარტიის პოლიტიკაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ:

,,ამაში თუ უნდა გადავიხადოთ თავისუფლების ფასი, ჩვენს გეოპოლიტიკურ არჩევანზე უარის თქმის ფასი – ასეთი ფრენები ჩვენ არაფრად არ გვიღირს.

ეს არის ერთგვარი, ასე ვთქვათ – ჯილდო ,,ქართული ოცნებისთვის”. ეს არის ფოჩიანი კანფეტები, რომლებიც არ უნდა ვიყიდოთ.

ასე ეგონა, თავის დროზე, შევარდნაძესაც. შევიდა ,,დსთ”-ში, დანიშნა 6 რუსეთის გავლენის პირდაპირი აგენტი მინისტრად. რა მიიღო? – 2 ტერაქტი და სამოქალაქო დაპირისპირება.

ამიტომ, რუსეთთან ლიცლიცს, რუსეთთან თამაშს, ეშმაკთან სულის მიყიდვის გზა არ არის საქართველოს გაერთიანების გზა.

,,ქართულ ოცნებას” დაკარგული აქვს რეალობის განცდა, ძალიან გაიტაცა ღალატის სურვილმა. სანამ მუშტი არ მოხვდება ცხვირში ხალხის მხრიდან, მანამდე გააგრძელებენ ამ მოღალატეობრივ პოლიტიკას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია24-26 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: 🌦 27...